უკრაინა უსაფრთხოების გარანტორებს ეძებს. ოფიციალურმა კიევმა ღიად განაცხადა თავისი ინიციატივის შესახებ და ახლა მომავალ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
პარალელურად უსაფრთხოების გარანტიები მან რამდენიმე ქვეყნისგან, მათ შორის თურქეთისგან უკვე მიიღო, რომელმაც მზაობა რამდენიმე საათის წინ ღიად განაცხადა. ახალი შეთანხმება, პირველი რიგში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ომის ან აგრესიის შემთხვევაში მის მყისიერ დახმარებას გულისხმობს.