დიდი ბრიტანეთი უკრაინას, დახმარების სახით, "კიდევ უფრო მეტ" არტილერიას, საბრძოლო მასალასა და ანტისაზენიტო იარაღს მიაწვდის

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად უფრო მეტ ლეტალურ იარაღს გაუგზავნის. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით გამოცემა Reuters 
ავრცელებს. 

"დღევანდელი დღის შედეგად, უკრაინაში დახმარების სახით, უფრო მეტი ლეტალური იარაღი გაიგზავნება. ახალი იდეით რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა, არის მეტი ფულის გადაცემის დაპირებაც" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

მისივე თქმით, ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საბრძოლო მასალასა და ანტისაზენიტო იარაღს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი