მარიუპოლი ჯოჯოხეთური კატასტროფის წინაშე | პუტინის ომის 36-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

მარიუპოლი ჯოჯოხეთური კატასტროფის პირისპირ. ქალაქის დაბომბვას რუსული არმია არცერთი წუთით არ წყვეტს. ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ მარიუპოლში არიან, ფეხით გაურბიან რუსულ ჭურვებს და გადარჩენას ცდილობენ.

მათ, ვინც ვერ გადარჩა, ქუჩებში და სკვერებში მარხავენ - ხშირად სახელის გარეშე. ალყაშემორტყმულ ქალაქში, უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრებას აგრძელებენ ბავშვებიც, რომელთა დახმარებითაც მსოფლიო კრემლის უსასტიკესი აგრესიის ბევრ ახალ დეტალს იგებს.

უმოწყალო დაბომბვისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის გარდა, უამრავი ფაქტი ადასტურებს რუსი სამხედროების კიდევ ერთ მძიმე დანაშულს - ადამიანების გატაცებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი