რუსეთის გამო, ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაზე - OSCE

გამოქვეყნდა:

ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში მუშაობას წყვეტს. ეუთოში ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგობის გამო, ქვეყანაში მათი სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაზე კონსენსუსის მიღწევა ვერ შეძლეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მისია თამაშობდა გადამწყვეტ როლს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, დაუღალავად მუშაობდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, უკრაინაში, ეუთოს საგანგებო სადამკვირვებლო მისიაში, რუს სპეციალისტებს "უბრალოდ ავიწროებდნენ" და საგანგებო სადამკვირვებლო მისიის გაფართოებასთან ერთად, მცირდებოდა რუსეთის წარმომადგენლების წილი.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ გააგრძელებს კონსულტაციებს წევრ სახელმწიფოებთან უკრაინაში ეუთოს სამომავლო როლსა და ყოფნასთან დაკავშირებით. სანამ ეს დისკუსიები გაგრძელდება, SMM შეინარჩუნებს თავის ადმინისტრაციულ სტატუსს და გააგრძელებს ფუნქციების განხორციელებას მისიის წევრების მშვიდობის, აქტივებისა და შენობების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ეუთოს საგანგებო სადამკვირვებლო მისია უკრაინის წარმომადგენლობის მოთხოვნით 2014 წელს შეიქმნა და ყველაზე დიდ მისიად ითვლებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი