ლატვიის პარლამენტმა Z სიმბოლოს გამოყენების აკრძალვას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ლატვიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული სიმბოლო "Z"-ის საჯარო გამოყენების აკრძალვას და განაცხადა, რომ ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდასაჭერად გამოიყენება.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, სიმბოლოს ჩვენება, სამხედრო აგრესიისა და ომის დანაშაულის გასამართლებლად ფიზიკური პირებისთვის დაისჯება 350 ევრომდე ჯარიმით, ხოლო კომპანიებისთვის 2 900 ევრომდე.
 

ახალი კანონმდებლობა ასევე გავრცელდება ასო "V"-ზეც, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ომთან დაკავშირებით იყენებს.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნებს მოუწოდა "Z" სიმბოლოს კრიმინალიზებისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი