უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ "Z" სიმბოლოს კრიმინალიზება მოახდინონ.

კულება განმარტავს, რას ნიშნავს ეს სიმბოლო და რატომ უნდა აიკრძალოს ის. 

"მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, კრიმინალიზება მოახდინონ "Z" სიმბოლოს გამოყენებაზე, როგორც რუსეთის აგრესიული ომის საჯარო მხარდაჭერის საშუალებაზე. "Z" ნიშნავს რუსეთის სამხედრო დანაშაულებებს, დაბომბილ ქალაქებს, ათასობით მოკლულ უკრაინელს. ამ ბარბაროსობის საზოგადოებრივი მხარდაჭერა უნდა აიკრძალოს",- წერს კულება

ზუსტი მიზეზი, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა Z სიმბოლოს გამოყენება უცნობია, თუმცა მალევე ის უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ იქცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი