წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) აცხადებს, რომ უკრაინელი და რუსი ოფიციალური პირების მიერ "უმაღლეს დონეზე" დამტკიცდა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ევაკუაცია პარასკევს განხორციელდება და გეგმავს 54 უკრაინული ავტობუსისა და კერძო მანქანების გაგზავნას ალყაში მოქცეულ ქალაქში.

მათივე განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე ნებართვა არ მიუღიათ, ამიტომ ისინი მარაგების გარეშე მიდიან. 

კოლონების ზუსტი დანიშნულება ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ცნობილია, რომ მოსახლეობას უკრაინის ტერიტორიაზე გაიყვანენ და არა სხვა რომელიმე ქვეყნის.

ცნობისთვის, მარიუპოლი ორ კვირაზე მეტია რუსეთის ალყაშია და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქში დაახლოებით 100 000 მოქალაქეა ჩარჩენილი, შენობების უმრავლესობა განადგურებულია, არის სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი