არ შემიძლია დავადასტურო ან უარვყო, რომ უკრაინა ამაში ჩართული იყო - კულება ბელგოროდში გაჩენილ ხანძარზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას არ შეუძლია, დაადასტუროს ან უარყოს უკრაინის სავარაუდო მონაწილეობა რუსეთში, ბელგოროდის ნავთობის საცავში გაჩენილ ხანძარზე, რადგან ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამ თემაზე მან კითხვას პოლონეთში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა და თქვა - "მე არ შემიძლია არც დავადასტურო და არც უარვყო მტკიცება, რომ უკრაინა იყო ამაში ჩართული იმიტომ, რომ მე არ ვფლობ მთელ სამხედრო ინფორმაციას".

მან ასევე თქვა, რომ უკრაინა ელოდება რუსეთის ოფიციალურ პასუხს კიევის წინადადებაზე თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით. 

ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ ნავთობის საცავში ხანძარი უკრაინის თავდასხმამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი