დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ბათუმის რამდენიმე უბანზე - თითქმის ყველგან "ქართულ ოცნებას" მობილიზებული ჰყავს კოორდინატორები და ადამიანები სიებით.
ე.წ. ძველი ბიჭები არიან განლაგებული 104-ე საარჩევნო უბანთან, რომლებიც "იკვლევენ" ვინ ვის მისცა ხმა. ამავე უბანზე იმყოფება "ქართული ოცნების" დეპუტატი, შოთა ხაბარელი, რომელიც ამბობს, რომ "ძველი ბიჭების" მობილიზებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს.
ამასთან, დეპუტატმა ისიც თქვა, რომ საარჩევნო უბანს ოპოზიციური ტელევიზიებისგან "იცავს".
"სხვათაშორის რომ იცოდეთ, ჩვენ აქ იმიტომ, ვართ, რომ გამოცდილი პროვოკატორები რომ გყავთ, რო აქ არ მოაწყონ პროვოკაცია, ჩვენ ვაკონტროლებთ რომ იყოს სიმშვიდე, რომ თქვენმა ნაცტელევიზიამ არ გადასცეს ისეთი სიუჟეტები, რომ თითქოსდა ზეწოლა ხდება ამომრჩეველზე, თითქოს და ის რა ქვია? - მობილიზება და პროვოკაციები. აი, ამიტომ ვართ ჩამოსულები. ეს არანაირი დარღვევა არ არის. ჩვენ კანონი მივიღეთ. ძალიან კარგად არის კანონში გაწერილი, რომ ამ სიტუაციაში დარღვევა საერთოდ არ არსებობს. თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ, მაგრამ ესეთი რამე საერთოდ არ არის", - ამბობს ხაბარელი.
ცნობისთვის, ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ უკვე დააფიქსირეს ამომრჩევლისთვის თანხისა და ბენზინის ტალონების გადაცემის ფაქტებიც.
ამავე თემაზე: