აშშ უკრაინას უსაფრთხოების მიზნით, დამატებით 300 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახმარების ახალ პაკეტში შედის:
ამასთან BBC წერს, რომ უახლესი პაკეტი ასევე მოიცავს სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ტყვიამფრქვევებს და სამედიცინო აღჭურვილობას.
ცნობისთვის, აშშ სანქციებს დამატებით 120 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას უწესებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა გააფართოვა შეზღუდვები იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკის საჰაერო კოსმოსურ, საზღვაო, ასევე ელექტრონულ სფეროებს უკავშირდებიან.