რომის პაპი ომის მიუხედავად, უკრაინაში ვიზიტს განიხილავს - Reuters

გამოქვეყნდა:

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთის ომის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტს განიხილავს - ამის შესახებ Reuters იტყობინება. 

რეპორტიორმა პაპს ჰკითხა: განიხილავს თუ არა უკრაინის პოლიტიკური და რელიგიური ხელისუფლების მიწვევას, რაზეც პაპმა ფრანცისკემ უპასუხა: "დიახ, ეს მაგიდაზეა". მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

გამოცემის ცნობით, ფრანცისკე უკრაინაში მიწვეულია პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს, უკრაინის ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, სვიატოსლავ შევჩუკისა და უკრაინის ელჩის ვატიკანში, ანდრეი იურაშის მიერ. პაპი ტელეფონით უკვე ესაუბრა ზელენსკისა და შევჩუკს.

პაპის განცხადებები რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი