პოდოლიაკი დასავლეთს უკრაინისთვის უფრო მძიმე შეიარაღებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა აშშ-სა და მის მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინას უფრო მძიმე შეიარაღება მიაწოდონ, რადგან მისი თქმით, რუსული არმია უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე ტაქტიკას ცვლის.

"კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსების სწრაფი უკან დახევის შემდეგ, ცხადია, რომ რუსეთმა პრიორიტეტად სხვა ტაქტიკა მიიჩნია - გადაადგილება აღმოსავლეთით/სამხრეთით, რათა გააკონტროლოს დიდი ოკუპირებული ტერიტორიები ( არა მხოლოდ დონეცკი და ლუგანსკის რეგიონები) და იქ ძლიერი დასაყრდენი ნახოს",-თქვა მან.

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის მთელ ტერიტორიას არ დატოვებს და ის ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში გამაგრდება. მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორია სრულად დატოვოს, მძიმე შეიარაღებაა საჭირო.

"ჩვენმა პარტნიორებმა საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ "ავღანიზაცია", რომელიც მათ სურთ და რუსეთისთვის ხანგრძლივი დამღლელი კონფლიქტი არ მოხდება. რუსეთის ფედერაცია დატოვებს უკრაინის ტერიტორიას გარდა სამხრეთისა და აღმოსავლეთისა... შეეცდება იქ გამაგრებას, დააყენებს საჰაერო თავდაცვას, მკვეთრად შეამცირებს დანაკარგს.[...]​ ისინი [რუსეთის ჯარი] დამკვიდრდებიან აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, იქიდან დაიწყებენ მკაცრი პირობების კარნახს. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა აღმოსავლეთისა და ხერსონიდან რუსეთის გაძევება, ამას მძიმე იარაღის გარეშე ვერ გავაკეთებთ",-თქვა პოდოლიაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი