ომთან დაკავშირებით, უნგრეთის პოზიციის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრს ტალინში ვიზიტის გაუქმება მოუწია

გამოქვეყნდა:

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრ სიარტო, უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის გამო, იძულებული გახდა ტალინში ვიზიტი გაეუქმებინა. 

ტალინში ის გაეროს უშიშროების საბჭოს კონფერენციას უნდა დასწრებოდა, თუმცა ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ურმას რეინსალუსმა საჯაროდ მოითხოვა მისი მოწვევის გაუქმება. 

ცნობისთვის, უნგრეთმა უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ასევე მხარს არ უჭერს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 

რამდენიმე დღის წინ, უნგრეთის პრემიერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა:

"ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტრაგიკული მომენტი გქონდათ, ვიქტორ, მომისმინე, იცი რა ხდება მარიუპოლში? გევედრები, თუ შეგიძლია დუნაის სანაპიროზე ჩადი, და შეხედე დაღუპულთა მემორიალს და მიხვდები, როგორ შეიძლება მასიური მკვლელობები განმეორდეს და ამას დღეს რუსეთი აკეთებს, ზუსტად იგივეს მარიუპოლში. იქაც ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან - ბებიები და ბაბუები და მსგავსი ათასობით ადამიანი და ათასობით კიდევ უკვე დაღუპულია. ამ დროს კი შენ სანქციების დაწესებაზე, რუსეთთან ვაჭრობაზე, სამხედრო დახმარების გატარებაზე მარჩიელობ - მარჩიელობის დრო აღარ არის. ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების დროა, გვჯერა თქვენი და თქვენი დახმარება გვჭირდება. ჩვენ გვჯერა უნგრელების, გვჯერა ევროკავშირის და მჯერა რომ გადამწყვეტ მომენტში გერმანია ჩვენს გვერდით იქნება",-მიმართა ზელენსკიმ ვიქტორ ორბანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი