აშშ ხელს შეუწყობს უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ტანკების გადაცემას - NYT

გამოქვეყნდა:

New York Times-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ტანკების გადაცემაზე.

როგორც აშშ-ს ოფიციალურმა პირმა თქვა, აშშ საბჭოთა წარმოების ტანკების გადასატანად შუამავალი იქნება. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ოფიციალური პირის ცნობით, უკრაინისთვის ტანკების გადაცემა მალე დაიწყება, თუმცა მას არ უთქვამს, რამდენი ტანკი გაიგზავნება. ასევე არ დაუკონკრეტებია, ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ტანკებს გადასცემენ. 

საბჭოთა წარმოების ტანკები უკრაინას დაეხმარება გააძლიეროს თავდაცვა აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი