"ჩემ ძმას სცემეს, ყველაფერი წაიღეს, საწოლის ზეწრებიც კი... მძიმეა აქ ყოფნა, მაგრამ უნდა დავბრუნდეთ" | ​ბუჩას მცხოვრები

გამოქვეყნდა:

ბუჩაში, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა, უკრაინელები ბრუნდებიან. ისინი ამბობენ, რომ ქალაქში ჩასვლა თავად მოინდომეს. 

ქალაქის ქუჩები ცხედრებით აროს სავსე. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოკლული მოქალაქეების ცხედრები საკანალიზაციო ჭებშია ჩაგდებული. მოკლულებს თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.

ოკუპანტების თავდასხმა ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაიხსენა და თქვა, თუ როგორი სისასტიკით ეპყრობოდნენ რუსი აგრესორები.

"სახლში შემოგვივარდნენ. რაც ნახეს ყველაფერი წაიღეს, წარმოიდგინეთ, საწოლის ზეწრებიც კი წაიღეს. ჩემი ძმა გაიყვანეს და სცემეს. ფეხები აქვს დასერილი. ინფექცია შეეჭრა და მაღალი ტემპერატურა აქვს. ძალიან მძიმეა აქ ყოფნა, მაგრამ უნდა დავბრუნდეთ და გავაგრძელოთ ცხოვრება", - ამბობს მოქალაქე. 

არსებული მონაცემებით, ბუჩაში ბევრი ადამიანის ცხედარი ნანგრევებშია მოყოლილი. განადგურებულია ათობით კერძო სახლი და საცხოვრებელი კორპუსი. ამ დროისთვის ქალაქში განაღმვითი ოპერაციები ტარდება. 

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი