"რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ნეიტრალიტეტის შესახებ თბილისის პოზიციამ იმედი გამიცრუა... მეგობარი გაჭირვებაში იცნობა" - სტეფანჩუკი 

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ ადრე ფიქრობდა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, როგორც რუსეთის მიერ "დაკბენილი" ქვეყნები მსგავს ბედს იზიარებდნენ, მაგრამ ომის პირობებში ხელისუფლებების პოზიციებმა მას იმედები გაუცრუა. 

"ოდესღაც მეგონა, რომ უკრაინა ყველაზე მეტად საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთიანდებოდა, რადგან ჩვენი ქვეყნები "დაკბენილია" რუსეთის მიერ. მაგრამ ოფიციალური თბილისისა და კიშინოვის დღევანდელმა პოზიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ნეიტრალიტეტის შესახებ, იმედი გამიცრუა. ისე, მეგობრები გაჭირვებაში იცნობიან. მაგრამ კარგია, რომ ჩვენს ხალხს განსხვავებული აზრი აქვს",- წერს სტეფანჩუკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი