რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკო უკრაინის ქალაქ ბუჩადან ვიდეომიმართვას ავრცელებს. გონჩარენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, ოჯახი, რომელიც ქალაქიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მანქანაში ჩაცხრილეს.
"ჩვენ ბუჩაში ვართ და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მანქანა, რომლითაც ოჯახი ქალაქიდან გამოღწევას ცდილობდა. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას და შედეგი საზარელია. მანქანაში ახალგაზრდა და მოხუცი ქალის ცხედრებია. ჩაცხრილეს. მოხუცი ქალის ცხედარს თავი აქვს მოკვეთილი. ბავშვი დაშავდა, თუმცა გამოაღწია. საშინელებაა, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ საშინელ დანაშაულზე", - თქვა ალექსეი გონჩარენკომ.
ცნობისთვის, გათავისუფლებულ კიევის რეგიონ ბუჩაში რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. კადრები უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა.