"რასაც ვხედავთ, ეს ჯარების რეალური გაყვანა არაა... უკრაინაში თავდასხმები გაგრძელდება" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"ეს არ არის რუსული ძალების რეალური გაყვანა" - განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. მისი თქმით, რუსებს ჯარები ხელახალი აღჭურვისთვის გაჰყავს და ისინი უკრაინაზე თავდასხმებს გააგრძელებენ.

"რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის რეალური ჯარების გაყვანა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აბრუნებს თავის ჯარებს და ისინი ზოგიერთ მათგანს აბრუნებენ, რათა იარაღით თავიდან აღჭურვონ, გააძლიერონ და მოამარაგონ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტები, რადგან თავდასხმები გაგრძელდება",-თქვა იენს სტოლტენბერგმა CNN-თან.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, NATO შეშფოთებულია "პოტენციური გაზრდილი თავდასხმებით, განსაკუთრებით კი სამხრეთ და აღმოსავლეთში".

"ასე რომ, ეს არა ჯარების რეალური გაყვანა, არამედ სტრატეგიის ცვლაა. მეტი ფოკუსირება სამხრეთსა და აღმოსავლეთზე",-თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი