"საქართველოს ხელისუფლებას სანქციების დაწესების ეშინია, მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ, მადლობა ხალხს" | გონჩარენკო​

გამოქვეყნდა:

​რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, Facebook გვერდზე თბილისში, უკრაინის საელჩოსთან გამართულ სოლიდარობის აქციის ფოტოებს აქვეყნებს და ქართველ ხალხს მადლობას უხდის.

გონჩარენკომ რუსეთის წინააღმდე სანქციების არდაწესების გამო საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"თბილისი. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ეშინია, ადგილობრივები უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ და მწუხარება გამოხატეს ბუჩას გამო. მადლობა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის! მჯერა, რომ ხელისუფლებაში მყოფი მშიშრების ქმედებებიდან დასკვნები წინასაარჩევნოდ გაკეთდება. და შემდეგ ისინი [ქართველები] საკუთარ თავს ქაღალდზეც გამოხტავენ" - წერს გონჩარენკო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი