"სურათები ბუჩადან აუტანელია... რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს დანაშაულზე" | მაკრონი

გამოქვეყნდა:

​​საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, კიევის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს დანაშაულზე პასუხი აგოს.

"ჩვენამდე მიღწეული სურათები ბუჩადან, კიევის მახლობლად გათავისუფლებული ქალაქიდან, აუტანელია. ქუჩაში ლაჩრულად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლთა მიმართ, ჩემი სოლიდარობა უკრაინას. რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხი აგოს ამ დანაშაულზე",-წერს ემანუელ მაკრონი.

ცნობისთვის, გათავისუფლებულ კიევის რეგიონ ბუჩაში რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. კადრები უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი