უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აშშ მოლდოვას 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები, უკრაინის ომის შედეგებთან გასამკლავებლად, მოლდოვას დახმარების სახით 50 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ფულადი დახმარება უზრუნველყოფს საზღვრის მართვის სწავლებისა და აღჭურვილობის პროგრამებს, ასევე ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას.

დაფინანსება ასევე უზრუნველყოფს იუსტიციის სექტორში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, კორუფციისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

"დღეს შესაძლებლობა მქონდა პირადად მენახა, როგორ გაერთიანდა თქვენი მთავრობა და მოლდოველი ხალხი, რათა მიეღოთ უკრაინელი ლტოლვილები - მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ყველაფერი, რაც აქვთ, ადამიანები, რომლებიც უყვართ გაქცეულიყვნენ უსაფრთხოებისთვის.

თქვენ მათ ხელგაშლილი შეხვდით და თქვენი სტუმართმოყვარეობა და გულუხვობა ახლა მთელ მსოფლიოში ცნობილია. მე მინდა იცოდეთ, რომ ყველა თქვენი ძალისხმევით თქვენ გყავთ ერთგული პარტნიორი შეერთებულ შტატებში",- თქვა გაეროში აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა მოლდოვის პრემიერმინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი