ჯოჯოხეთური ვითარება ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში და "ბელინგქეთის" გამოძიება | პუტინის ომის 39-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

ბოროტება, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაატრიალა - რუსმა სმახედროებმა ჩაფლავებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, კიევის ოლქიდან უკან დაიხიეს. რაც გათავისუფლებულ ქალაქებში შესულ უკრაინელებს დახვადათ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია. 

დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეები, ნაწამები ადამიანები, ტანკებით აზელილი ცხედრები. ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქის ქუჩები ცხედრებითაა სავსე. ეს არამხოლოდ ომის დანაშაულია, ეს გენეცოდია, რომელიც 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების წყალობით, ერთ-ერთ ყველაზე კარგად დოკუმენტირებული საომარი ბოროტმოქმედებაა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელის “ბილინგქეთმა" პარტნიორებთან ერთად შექმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ყველა ის ფოტო თუ ვიდეომასალა თავსდება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების ფაქტებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს ასახავს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი