"შოკირებული ვარ უკრაინაში საზარელი სისასტიკით, ეს უნდა დასრულდეს" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა და თქვა, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

"შოკირებული ვარ ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში საზარელი სისასტიკით. გამახსენდა 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და 2008 წელს ცხინვალის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი დანაშაულები. ეს უნდა დასრულდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ",-წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი