"მშვიდობიან მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულის მტკიცებულებაა... არ მოვისვენებთ სანამ სამართლიანობა არ აღდგება" | ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბუჩასა და ირპინში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაული მტკიცებულებაა, რომ პუტინმა და მისმა არმიამ უკრაინაში სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ჯონსონის თქმით, "არ მოისვენებს, სანამ სამართლიანობა არ აღდგება".

"რუსეთის გულისამრევი თავდასხმები ირპინსა და ბუჩაში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებზე კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ პუტინი და მისი არმია უკრაინაში ომის დანაშაულს ჩადის. კრემლის არც ერთი უარყოფა ან დეზინფორმაცია, ვერ დამალავს იმას, რაც ყველამ ვიცით, რომ სიმართლეა - პუტინი სასოწარკვეთილია, ის მარცხდება და უკრაინა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. 

ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ პუტინის ომის მანქანა გამოიფიტოს. ჩვენ ვაძლიერებთ სანქციებსა და სამხედრო მხარდაჭერას, ასევე ვაძლიერებთ ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს, იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ, ვინც ადგილზეა.

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქმის გამოძიებას... არ მოვისვენებთ სანამ სამართლიანობა არ აღდგება",-წერს ბორის ჯონსონი. 

ცნობისთვის, გათავისუფლებულ კიევის რეგიონ ბუჩაში რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. კადრები უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი