"ვიწვევ მერკელს და სარკოზის ბუჩაში... ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მე ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში. ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ" - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

მისი თქმით, ბუჩაში მომხდარზე ის მხოლოდ რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა ახლა უკრაინას ფლება აქვს ისაუბროს გაურკვევლობაზე.

"მე ვიწვევ ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში. ნახონ, რა მოიტანა რუსეთისთვის დათმობების პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში. საკუთარი თვალით ნახეთ ნაწამები უკრაინელები. მინდა, სწორად გამიგონ, ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ.

ჩვენ არავის ვადანაშაულებთ გარდა კონკრეტული რუსი სამხედროებისა, რომლებმაც ეს გააკეთეს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, მათ გარდა ვინც ბრძანება გასცა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვისაუბროთ გაურკვევლობაზე",- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი