"მოვითხოვ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა ამ ტერიტორიებზე... რუსი სამხედროების დანაშაულები უნდა გამოვიძიოთ" | შოლცი ბუჩაზე

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა. მან მოითხოვა, რომ ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა მიეცეთ, რათა დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს.

შოლცის თქმითვე, დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცენ.

"უკრაინიდან საშინელი და საზარელი კადრები მოდის. ბუჩაში, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ, დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები.

მოვითხოვ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ წვდომა ამ ტერიტორიებზე, რათა დამოუკიდებლად აღწერონ სისასტიკე. ჩვენ უნდა გამოვიძიოთ რუსი სამხედროების დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მივცეთ",- წერს ოლაფ შოლცი.

ცნობისთვის, გათავისუფლებულ კიევის რეგიონ ბუჩაში რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. კადრები უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი