"ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას, დანაშაულში მონაწილეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ" | საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ უწყება მკაცრად გმობს ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას. უწყება აღნიშნავს, რომ ყველა ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებული ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით",-წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გათავისუფლებულ კიევის რეგიონ ბუჩაში რუსების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. კადრები უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი