"რუსული მშვიდობა" ნაციზმია... პატრიარქმა კირილმა უკვე გააკეთა არჩევანი ანტიქრისტეს სასარგებლოდ | კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი

გამოქვეყნდა:

"რუსული მშვიდობა" ნაციზმია - ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანემ სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის გათავისუფლებული ქალაქებიდან გავრცელებულ მშვიდობიანი მოქალაქეების წამებისა და მკვლელობის ამსახველ ფაქტებს ეხმაურება.

მიტროპოლიტი ამბობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები გენოციდის ნიშანია და რუსული ჯარები არიან  რუსულ-ბოლშევიკური ბანდები და სტალინის დანაშაულების მემკვიდრეები. 

"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, ვინც, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გაიგო სიმართლე ან არ უნდა მისი გაგება: "რუსული საზომის" იდეოლოგია იგივეა, რაც ნაციზმის იდეოლოგია. ის ამართლებს ძალადობას, მკვლელობას, ომს და გენოციდს და ამიტომ უნდა იყოს უარყოფილი და დაგმობილი ისევე, როგორც დაგმობილია ნაციზმი, მისი იდეოლოგები და მისი დანაშაულებები. ამ კრიმინალური იდეოლოგიის თანაშემქმნელები და ლიდერები არიან მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელი კირილ გუნდიაევი და მისი თანამოაზრეები. ის თავის ქვეშევრდომებთან ერთად არა მხოლოდ ყველანაირად ანთებდა ამ ცეცხლს, არამედ აშკარად აკურთხებდა ჯალათებს და მკვლელებს  საკუთარი ყალბი ბაგეებით ღვთისა და ეკლესიის სახელით მათი ბინძური საქმისთვის... კირილ გუნდიევმა უკვე გააკეთა არჩევანი ანტიქრისტეს საქმეების სასარგებლოდ. მოვუწოდებ მათ, ვისაც ის ჯერ კიდევ მწყემსად ჰყავს - გაახილეთ თვალები, შეხედეთ მისი მოძღვრების შხამიან ნაყოფს, თავი აარიდეთ უკანონოებს, ნუ იქნებით მისი თანამზრახველები!",- წერს ეპიფანე. 

უკრაინის მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამ დანაშაულების დაგმობა, ადამიანური და ღვთაებრივი კანონების დარღვევის დაგმობა, არა მხოლოდ უფლება, არამედ ყოველი ადამიანის და განსაკუთრებით მართლმადიდებელი ქრისტიანების ზნეობრივი მოვალეობაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი