უკრაინამ ორშაბათს დილით განაცხადა, რომ რუსებმა საპორტო ქალაქ ოდესაზე ავიაიერიში მიიტანეს.
"ოდესის ერთ-ერთ რაიონში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, ერთი ობიექტს მოხვდა" - განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერმა.
კვირას ოდესაში რუსებმა საწვავის საცავს დაარტყეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის შეჭრის შემდეგ ოდესა შედარებით მშვიდ ადგილად რჩებოდა, რომელსაც თავს სხვა ქალაქებიდან გაქცეული უკრაინელები აფარებდნენ. ოდესაში კვირების განმავლობაში ემზადებოდნენ რუსეთის ჯარის შესაკავებლად, ქალაქის ცენტრი ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებითაა სავსე.