უკრაინას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინას და მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც მათი მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკებაში სასტარტო შეთავაზება იყო. კობახიძის თქმით, "მადლობა ღმერთს, რომ დღეს საქართველო ამ მდგომარეობაში არაა".

"ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას, უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება, სასტარტო შეთავაზება წარმოიდგინეთ რუსეთის მიმართ. ეს არის რა თქმა უნდა, უმძიმესი მდგომარეობა. [...]

ნატო-ზე უარი იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება, რაც არის განსაკუთრებით სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო ამძიმეს იმ სურათს რომელიც არის სინამდვილეში შექმნილი. უკრაინამ შესთავაზა სასტარტო პირობები მოლაპარაკებისთვის რუსეთის ფედერაციას და დღემდე რუსეთისგან არ მიუღია პასუხი. უკრაინა იყო ამ შემთხვევაში ნატო-ზე უარისა და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არაა რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა", - თქვა კობახიძემ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი რელევანტური არც მომავალში გახდება. მისი თქმით, პირველი რიგის ამოცანაა ქვეყანას თავიდან აარიდონ ომი და ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს მეგობარი ქვეყანაა ჩავარდნილი. 

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი