არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა უკრაინას 30 ტონაზე მეტი საკვები და სამედიცინო დახმარება გაუგზავნა 

გამოქვეყნდა:

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა უკრაინაში გაგზავნეს თვითმფრინავი, რომელშიც 30 ტონაზე მეტი საკვები და სამედიცინო დახმარება იყო - ამის შესახებ ინფორმაციას CNN სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიერ უკრაინაში გაგზავნილი მესამე თვითმფრინავია, საერთაშორისო ჰუმანიტარული მოწოდების საპასუხოდ უკრაინელებისა და უკრაინაში დევნილთა მხარდასაჭერად.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, საჯაროდ არ დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ შეუერთდნენ გაეროს გენერალური ასამბლეის გასული თვის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი