
ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი უკრაინის დაზვერვის გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს:
"ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო განცხადება საქართველოს ხელისუფლებისგან, სად დგანან ისინი: ევროკავშირთან და უკრაინასთან, თუ ფარულად პუტინის რეჟიმთან. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ისინი ჩვენთან არიან. იმედი მაქვს, სანქციების გვერდის ავლის ბრალდება არასწორია" წერს მაიკლ გალერი.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი კონტრაბანდულ გზებს ეძებს და ამაში მას საქართველოც ეხმარება. უწყების ინფორმაციით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს საქართველოს გავლით. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.