ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში, პუტინი ომის დამნაშავეა, სასამართლოსთვის უნდა მოვაგროვოთ მტკიცებულებები - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას გამოეხმაურა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავე კიდევ ერთხელ უწოდა.

მისი თქმით, აშშ-მა უნდა გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ასევე, მისი თქმით, სასამართლოსთვის უნდა შეგროვდეს ომის დანაშაულის ყველა მტკიცებულება.

"შეიძლება გახსოვთ, მე გამაკრიტიკეს, რადგან პუტინს ომის დამნაშავე ვუწოდე. სიმართლე ის არის, რომ თქვენ ნახეთ, რაც მოხდა ბუჩაში, ის ომის დამნაშავეა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ინფორმაცია, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის იმ იარაღით მომარაგება, რომელიც მათ ბრძოლის გასაგრძელებლად სჭირდებათ და ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ყველა დეტალი, რათა შესაძლებელი იყოს ნამდვილი ომის დანაშაულის სასამართლო. ეს ადამიანი [პუტინი] სასტიკია და რაც ბუჩაში მოხდა აღმაშფოთებელია და ეს ყველამ ნახა“,- თქვა ბაიდენმა.

ჟურნალისტებმა ბაიდენს ასევე ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ის, რომ რაც ბუჩაში მოხდა ეს გენოციდია?

"არა, მე მჯერა, რომ ეს ომის დანაშაულია",-თქვა მან.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ის აპირებს რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი