ომის მეორმოცე დღე უკრაინაში და სამხედრო დანაშაულის 4 ათასზე მეტი ფაქტი. ქალაქებიდან, რომლებიც საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ დაკავებული, უმძიმესი კადრები ვრცელდება.
განსაკურებით შემზარავია ვითარება მარიუპოლში. საერთაშორისო მედიამ პირველად შეძლო ნანგრევებად ქცეულ ქალაქში შესვლა, სადაც ქუჩები ასევე ცხედრებით არის სავსე, ბოროდიანკა, ნიკოლაევი, ოდესა მუდმივად იბომბება, რუსული არტილეერიის მიერ, მათ შორის, საერთაშორისო კონვენციით აკრძალული შეიარაღებით.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია პუტინის არმიის გადაჯგუფების და მობილიზციის შესახებ, რომელიც, ცნობილი ხდება, რომ დონბასის ოლქის ასაღებად ემზადება.