გამაოგნებელი და არაადამიანური სისასტიკე. ის რაც ახლა ბუჩაში ხდება, დაუჯერებელი ჯოჯოხეთია, რომელშიც მსოფლიო აღმოჩნდა. ნაწამები, დამწვარი და დაცხრილული ცხედრები. მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უმიზეზოდ უსწორდებოდნენ, ყველაზე კარგად აჩენებს რუსეთის რეალურ სახეს.
პუტინის არმიამ ბუჩაში ნამდვილი სასაკლაო მოაწყო. უკრაინელების გენოციდზე ნათლად მეტყველებს ის კადრები, რომელმაც ცივილიზებული სამყარო დაადუმა. ხელებშეკრული და გაკოჭილი ცხედრები საკონტროლო გასროლით - ბუჩას ქუჩებში ეს დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასობით მოკლულს შორის არიან ბავშვებიც, რომლებსაც ასევე ეტყობათ სასტიკი ძალადობის კვალი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი