"ნახევრად სანქციები საკმარისი აღარაა და ბუჩას მოსახლეობის სახელით გთხოვთ, დააწესოთ უმკაცრესი სანქციები" - ასე მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დასავლეთს. ეს განცხადება მან ბრიტანელ კოლეგასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ჩვენ მოვიგეთ კიევისთვის ბრძოლა, მაგრამ ომი გრძელდება და ჩვენ ახლა რუსეთის მხრიდან, აღმოსავლეთის მიმართულებიდან ახალი შეტევისთვის ვემზადებით. ჩვენ მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც დასავლეთმა ჩვენთვის გააკეთა. მაგრამ ლიზი [ტრასი] მართალია. დასავლეთი განაგრძობს რუსული ომის მანქანის მომარაგებას თანხებით, როდესაც საწვავში ფულს იხდის... ვაჭრობიტა და ფინანსური ტრანზაქციებით. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებაზე, მე და ლიზი ერთ აზრზე ვართ. ნახევრად სანქციები საკმარისი აღარ არის და ბუჩას მოსახლეობის სახელით გთხოვთ, დააწესოთ უმკაცრესი სანქციები უკვე მიმდინარე კვირას" - აცხადებს კულება.