უკრაინელ ლტოლვილთა 79%-ს ომის შემდეგ უკრაინაში დაბრუნება სურს - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრმა გამოკითხვის სახელწოდებით, "უკრაინელი ლტოლვილები: დამოკიდებულებები და შეფასებები" შედეგები გამოაქვეყნა. 

გამოკითხვის თანახმად:

  • გამოკითხულთა 79%-ს ომის შემდეგ უკრაინაში დაბრუნება სურს, 10% არ გეგმავს დაბრუნებას, 11% უჭირს პასუხის გაცემა. 
  • 89%-ს მიაჩნია, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს, მხოლოდ 1%-ს არ სჯერა ამის. დანარჩენ 10%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა.
  • გამოკითხულთა 78% დადებითად აფასებს უკრაინის სახელმწიფო ხელმძღვანელობის ქმედებებს რუსული აგრესიის დროს, მხოლოდ 2% - უარყოფითად (20%-მა ვერ შეაფასა).
  • გამოკითხულთა 35% საკმარისად მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებას უკრაინისადმი, 43% - არასაკმარისად, 23% არ იყო გადაწყვეტილი ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე.

ცნობისთვის,  Razumkov Center-ის სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ჩატარდა უკრაინის სახელმწიფო საზღვართან, ზაკარპატიის რეგიონში (უჟჰოროდის, მალი ბერეზნიისა და ჩოპის (ტისა) გამშვები პუნქტები) გამოიკითხა 101 რესპონდენტი. კვლევის პერიოდი  2022 წლის 15 მარტიდან 1 აპრილამდე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი