მარტივი მიზეზი აქვს, აქაური რადიკალური ოპოზიცია იქ ხელისუფლებაშია - კობახიძე უკრაინის დაზვერვაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთი საქართველოს გავლით არხს აყალიბებს კონტრაბანდის გადასატანად "ალოგიკური ნაბიჯების გაგრძელებას" უწოდებს. 

მისი აზრით, ამასაც ის განაპირობებს, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინას არიან ხელისუფლების ნაწილი.

"ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ მათ შორის უახლოეს წარსულში, მათ შორის იგივე ელჩის გაწვევის სახით და ამ ყველაფეს აქვს სამწუხაროდ ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთფქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამასაც რბილად ვამბობ, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავარძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინეტერესების რეალიზებას", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის. მომხდარს ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა და მას ყოვლად დაუსაბუთებელი, აბსურდული ბრალდება უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი