ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მომდევნო კვირაში მოსალოდნელია უკრაინის აღმოსავლეთით, რუსეთის მხრიდან ახალი შეტევები.
როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ოკუპანტები შეეცდებიან უკრაინის ამ ნაწილის აღებას და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო ხიდის გახსნას. ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე ისაუბრა:
"ჩვენ დავინახეთ რუსული არმიის კიევის ოლქიდან გასვლა, შეიარაღების განახლება. მობილიზება და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე ყურადღების გადატანა. მომდევნო კვირაში რუსეთის მხრიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ახალ შეტევებს ველოდებით. შეეცდებიან უკრაინის ამ ნაწილის აღებას და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო ხიდის გახსნას. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან უკრაინას დაეხმარონ, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო და სხვა სახის სამხედრო დახმარებით.
მოკავშირეები ასევე გაზრდიან ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინას ასევე დავეხმარებით კიბერ უსაფრთხოების სფეროში, რათა თავიდან აიცილოს ქიმიური და ბიოლოგიური ზეწოლა.
ველოდები რომ გადავწყვეტთ მეტი გავაკეთოთ ნატოს სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთის საფრთხეებისა და ჩარევის მიმართ. მათ შორის საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინისთვის. ხვალ შემოგვიერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. ის ისაუბრებს უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებსა და მოსკოვთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ხვალინდელ მინისტერიალს ფინეთის, შვედეთის, საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც დაესწრებიან." განაცხადა სტოლტენბერგმა.