პუტინის საოკუპაციო გეგმა | კრემლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

კრემლი სტრატეგიულ გეგმას ცვლის და ფაქტობრივად მარცხს აღიარებს. ერთთვიანი სისხლიანი ბრძოლისა და უკრაინის დამორჩილების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი პროგრამა მინიმუმის განხორციელებაზე გადადის.

რუსი დიქტატორის მთავარი სამიზნე ახლა დონბასია, კრემლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთლიანად დაკავებას შეეცდება. რუსული არმიის მობილიზება ახლა სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარებს. ცნობილია ისიც, რომ შეტევა უახლოეს პერიოდში დაიწყება იმისთვის, რომ 9 მაისის აღლუმზე პუტინმა რუსეთს ახალი გამარჯვების შესახებ ამცნოს, მაგრამ ეს მხოლოდ კრემლის გეგმაა, რომლის ყველა დეტალი უკრაინისა და ნატოსთვის ცნობილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი