კრემლის პროპაგანდა ქართულ სოციალურ ქსელებში | "ალტ-ინფო" ბუჩას ტრაგედიის რუსული ვერსიის პოპულარიზაციაზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

ბუჩას სისხლიან ტრაგედიაზე კრემლი პასუხისმგებლობას არ იღებს. მოსკოვი ყველა პროპაგანდისტული ხერხით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს პროვოკაციაა და პუტინის რეჟიმის მთავარი მედიამონსტრები ამ მიმართულებით სრული სიმძლავრით მუშაობენ.

სქემაში ჩართულია საქართველოც, უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი კრემლის აქტორები ალტ-ინფო და კონსერვატიული პარტია, საქართველოში რუსული ვერსიის პოპულარიზაციაზე მუშაობენ. სწორედ ეს ორი ორგანიზაცია სახელდება იმ ყალბი ანგარიშების მმართველად, რომლებიც კრემლის პროპაგანდის მიერ შეთხზულ ინფორმაციას საქართველოში ავრცელებენ.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი