შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ის რაც რუსეთმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩაიდინა, შემთხვევითი არ ყოფილა და ეს "მიზანმიმართული კამპანიაა მკვლელობის, წამების, გაუპატიურებისა და სისასტიკის". მისივე თქმით, აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს, რომ გამოძიებისთვის მტკიცებულებები შეაგროვოს.
"საშინელი ტრაგედია, რაც ჩვენ ბუჩასა და სხვა ადგილებში ვნახეთ ადასტურებს ამას [ომის დანაშაულს], მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცებულებების მოგროვება და დოკუმენტაცია სხვადასხვა გამოძიების მხარდასაჭერად. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ, ამას აკეთებენ სხვებიც", - თქვა მან.