უკრაინის ერთი პატარა ქალაქი მსოფლიო ტრაგედიის ეპიცენტრად იქცა. ბუჩაში ყოველი კვადრატული მეტრი მიუთითებს, რომ დასახლება რუსეთის ბოროტების არმიას ჰქონდა დაკავებული. სასაფლაოდ ქცეული სახლები და ყვავილები ნანგრევებზე.
უკრაინელმა ჯარისკაცები ასობით ახალ ცხედარს პოულობენ, ყველა ნაწამები და დაცხრილულია. საოკუპაციო ჯარმა, შემზარავი დანაშაულების დასაფარად, მოკლულები დაანაწევრეს და დაწვეს. ის ვინც რუსულ ტყვიებს გადაურჩა, ენით აუწერელი სიმძიმის ისტორიებს ჰყვებიან.
რუსი სამხედროები უმიზეზოდ კლავდნენ ყველას, მათ შორის საწოლში მძინარე მცირეწლოვან ბავშვებს. წამებისა და სიკვდილის ქრონიკა ერთ თვეს მოიცავს. ჯერ კიდევ არავინ იცის რა ხდება მარიუპოლში, რომელიც ერთი თვეა ბლოკადაშია.
ქალაქიდან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ცდილობს თავის დაღწევას, თუმცა ბევრი საომარი მოქმედებების ზონიდან ისევ რუსული ტყვიების გამო ვერ ახერხებს გამოსვლას. პარალელურად, გათავისუფლებულ კიევის ოლქს ხალხი უბრუნდება, თუმცა, ბევრს აქ სახლის ნაცვლად მხოლოდ ნანგრევები დახვდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი