ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა. მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე პასუხია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუს დიპლომატებს გაუუქმდებათ დიპლომატიური პრივილეგიები და მოეთხოვებათ, დატოვონ ბელგიის ტერიტორია.
"ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს და გააგრძელებს ყველა შესაძლო სახის მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში",-წერია განცხადებაში.