პუტინის თქმით, დასავლეთის სანქციების გამო, მსოფლიო სასურსათო კრიზისშია​​

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა მტრულად განწყობილ ქვეყნებში სურსათის ექსპორტი უნდა აკონტროლოს, რადგან დასავლეთის სანქციებმა გლობალური სასურსათო კრიზისი და ენერგიის ფასების სპირალური ზრდა გამოიწვია.

​დასავლეთის სანქციებმა რუსეთი 1991 წლის საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა, თუმცა მოსკოვი ამბობს, რომ სანქციების გლობალური გავლენა შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს.

"ეს აუცილებლად გაამწვავებს სურსათის დეფიციტს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღებს და ზოგადად საკვების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის",-თქვა პუტინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი