უკრაინაში, 6 წლის ბიჭი საშა, რომელიც ამ დრომდე დაკარგული იყო და დედა 1 თვის განმავლობაში ეძებდა,
ვიშგოროდის მახლობლად გარდაცვლილი იპოვეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს.
"დღეს ჩვენ ვიპოვეთ საშა. მადლობელი ვარ ყველასი, ვისაც სჯეროდა, ვინც ძებნაში გვეხმარებოდა, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა, რომ ჩემი ბიჭი შემხვდა. საშა, ჩვენი პატარა ანგელოზი უკვე სამოთხეშია, დღეს მისმა სულმა სიმშვიდე იპოვა", - წერს დედა Instagram-ზე.