"ვისაუბრეთ მოლაპარაკებებზე" | ზელენსკი მაკრონს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს, ემანუელ მაკრონთან საუბრისას რუსეთისთვის ახალი სანქციების საკითხი, ასევე მოლაპარაკებებისა და ჰუმანიტარული დახმარების თემა განიხილეს.

"კიევის რეგიონში რუსეთის სისასტიკე უნდა იყოს გამოძიებული და რუსეთს ახალი მტკივნეული სანქციები უნდა დაუწესდეს. ეს საკითხები განვიხილე ემანუელ მაკრონთან.

ასევე ვისაუბრეთ მოლაპარაკებებზე და უკრაინის ბლოკირებული ქალაქებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. მადლობა, ჩემო მეგობარო პრინციპული პოზიციისთვის",-წერს ზელენსკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი