"ახლა ჩვენი ხალხის ბედი წყდება... გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
"ვიცით, რომ ოკუპანტები რაოდენობრივად ჩვენზე მეტნი არიან, ჩვენზე მეტი ტექნოლოგია აქვთ, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს - ახლა ჩვენი ხალხის ბედი წყდება. ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით და გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ!" - ამბობს ზელენსკი.