ახალი ზელანდია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

გამოქვეყნდა:

ახალი ზელანდია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. მთავრობის განცხადებით, რუსეთიდან ნებისმიერ იმპორტზე 35%-იანი ტარიფი დაწესდება, ასევე, აიკრძალება გარკვეული პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა ICT აღჭურვილობა და ძრავები.

"ბუჩასა და უკრაინის სხვა რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის შესახებ სურათები და ცნობები საზიზღარი და დასაგმობია. ახალი ზელანდია აგრძელებს პასუხის გაცემას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უაზრო აგრესიულ აქტებზე", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი