
დღეს, 6 აპრილს თბილისში, პარლამენტის წინ ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის სოლიდარობის ნიშნად აქცია-პერფორმანსი გაიამართება. აქცია 19:00 საათზე დაიწყება, მოქალაქეები ეცდებიან განასახიერონ ის კადრები, რომლებიც ბუჩადან გავრცელდა.
ორგანიზატორები წერენ, რომ სიტყვები ზედმეტია იმის გამოსახატად, თუ როგორ იმოქმედა საზარელმა კადრებმა მათზე.
"ამ აქციის მიზანია მსოფლიოსთვის მესიჯის გაგზავნა - ვინ იქნება შემდეგი? რომელი ქალაქი თუ ქვეყანა? რამდენი მსხვერპლია კიდევ საჭირო იმისთვის, რომ მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ შეაჩეროს ეს ბოროტების სავანე სახელწოდებით რუსეთი?
აქციის მიმდინარეობა:
- 19:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ
- წამოიღეთ თეთრი ლენტები ხელების შესაკრავად
- პოსტერები თქვენი მესიჯებით
- ვისაც აქვს ველოსიპედები (ბუჩის კადრების მიხედვით)
- ყველა ვწვებით პარლამენტის წინ დაახლოებით 19:15-ზე რათა ავსახოთ ბუჩაში მომხდარი ტრაგედია
- აქცია გაგრძელდება მინიმუმ 15 წუთი
- ყველას ექნება საშუალება შემოურთდეს აქციას და გაჩერდეს იმდენი ხანი რამდენიც სურს", - წერენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე ქალაქში მართავს აქციას "არა გენოციდს!". აქციები 20:00 საათზე გაიმართება - თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, ქუთაისში - თეთრ ხიდზე, ბათუმში - ერას მოედანზე, ანაკლიაში კი ანაკლიის ხიდზე.